ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ არ შეგვიქმნია - ესენი არიან წარმატებული ადამიანები, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან დაკავშირებით გაააკეთა.
"ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ძალიან განათლებული. რამდენჯერმე შევხვედრივარ, პოლიტიკაზე რჩევები მიმიღია, ძალიან საინტერესო. ასევე ჩოჩელი, ძალიან საინტერესო ბიზნესმენია. ბევრი შემიძლია გავიხსენო. ეს ხალხი არის ის წარმატებული ხალხი, ვინც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა წარმატებები და არა პარტიის დახმარებით, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი სწორება აირჩიონ", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პირები, როგორც კი "მოძალადე" ხელისუფლებისგან გათავისუფლდნენ, მაშინვე "სწორ მხარეს" გადავიდნენ.
"აბა წარმოიდგინეთ ბიზნესმენები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს სააკაშვილს, სად არიან დღეს? ზოგი დაარბიეს, ზოგი გადაწვეს, ზოგიც ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს გონება ეყო და ამ გაუაზრებელ ძალას წინ არ დაუდგნენ. მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. ბუკიას გავიხსენებ თუ გინდათ, რომელმაც უარი თქვა მაჟორიტარობაზე, მეტ ბიზნეს მივაქცევ ყურადდღებას და ჯობია ახალგაზრდები მოვიდნენ მაჟორიტარობაზეო. ეს არის ხალხი, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ნიჭიერებით და როგორც კი მიეცათ საშუალება, სწორი სწორება გააკეთეს, სწორი პოზიცია დაიჭირეს. იმდენი ჭკუა ეყოთ რომ არც თავი მოაკვლევინეს, არც დააჭერინეს, არც დაარბევინეს, ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ“,- აღნიშნა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.