მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შემცირებასა და მსხვილი ობიექტების პრივატიზაციას გეგმავს
22-02-2015, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას, გარკვეული მსხვილი ობიექტების პრივატიზაციასა და სავალუტო შემოდინების კუთხით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

 

 

როგორც მინისტრმა განმარტა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. "ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


ვიცე-პრემიერი გამოსავალს გარკვეული მსხვილი ობიექტების პრივატიზაციასა და სავალუტო შემოდინების კუთხით მუშაობის გააქტიურებაში ხედავს.

 


"ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება. რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია. ჩამონათვალია იმ ობიეტების, რომელთა პრივატიზაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. მაგალითად, რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა დაასრულა, ეს არის თბოელექტროსადგური გარდაბანში, საპარტნიორო ფონდი გამოვა ამ პროექტიდან და იმ წუთასვე დაიწყებს ახალ პროექტებს ამ თანხით და ეს იქნება სავალუტო შემოდინება. მარტო ორი ობიექტიდან შემოსავალი 250-დან 300 მილიონ დოლარზეა საუბარი".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი