ბიძინა ივანიშვილი: ათასჯერ მითქვამს, რომ ურთიერთობის დალაგება, რომელსაც რუსეთთან ვცდილობთ, ვერ გადაწყდება დანაკარგების ხარჯზე
08-09-2016, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რომ რუსეთმა მოახერხა, რაც მოახერხა, ამაში ლომის წვლილი სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით. რომ არა მათი უაზრო მოქმედებები, რომ არა ჩვენი საკუთარი ხელისუფლების გაუაზრებელი ქმდებები, არაფერიც არ მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.

 

 

ივანიშვილის აზრით, აუცილებელია, "ნაცვლად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოების დახასიათება დავიწყოთ და ვცადოთ, როგორმე მათ გემოვნება, მადა ან სტრატეგია შევუცვალოთ, უმჯობესია ვიფიქროთ სწორი ხელისუფლება შევარჩიოთ და სწორად ვმართოთ ქვეყანა".

 

 

„ძალიან ხშირად ხდება, არა მარტო ჩვენ რეგიონში, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიებს ეხება. მთავარი, რაც ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ არის ის, რომ სწორად შევარჩიოთ ხელისუფლება. ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს, გააზრებული პატრონი, ვისაც შეუძლია მართვა.... 

 

 

რა თქმა უნდა, ოკუპირებულია ტერიტორიები და ათასჯერ მითქვამს, რომ ურთიერთობის დალაგება, რომელსაც რუსეთთან ვცდილობთ, ვერ გადაწყდება დანაკარგების ხარჯზე. აქაც ის პასუხი იქნება, რომ სწორად ავირჩიოთ ხელისუფლება. ვერც ერთ ჩვენს მეზობელს და შორეულ სახელმწიფოს ვერ შევუცვლით ქმედების მანერას“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი