არ აქვს ალტერნატივა ევროპას - ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ევროპა, - განაცხდა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.
"ჩვენ ევროპელები ვართ. რუსეთმა ჯერ თვითონ უნდა გამოკვეთოს რა სურვილი აქვს. ძალიან დიდი სახელმწიფოა და მე არ მინდა არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში რაიმე მინიშნება გავაკეთო. ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, ჩვენი ძმები დავიბრუნოთ. ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ევროპა. არ აქვს ალტერნატივა ევროპას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ევროპული ღირებულებები. ჩვენ განუხრელად უნდა ვისწრაფოდეთ აქეთ, რომ ევროპელებს მოუნდეთ ჩვენთან თანაცხოვრობა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.