ერთი წელი, როდესაც პრემიერი ვიყავი საყვედურებს ვღებულობდი იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დასაქმება ვერ მოხერხდა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ყველას დასაქმება შეუძლბელი იყო.
“სამეგრელო ამ მხრივ გამორჩეული არაა. როდესაც პრემიერი ვიყავი, გამომიხატავს მობოდიშების მსგავსი პოზიცია. გულანთებული ხალხი ბევრი დარჩა თანამდებობების მიღმა. ერთი წელი, როდესაც პრემიერი ვიყავი საყვედურებს ვღებულობდი, მოვიკითხე ეს საქმე და პასუხი მივიღე -ერთ ადგილზე 10 ადამიანი ითხოვდა დასაქმებას, თუმცა სუბიექტური მიზეზებიც იყო, როდესაც ჩინოვნიკი კონკრეტულ ადგილზე არასწორ შერჩევას აკეთებდა. მესმის ჩვენი მხარდამჭერის გულისტკივილი, ვიზიარებ, მაგრამ ასეა, რომ დასაქმების პრობლემა დღესაც რჩება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.