"საუბრობენ, რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, "500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება, თითქოს მეტი საზრუნავი არ აქვს ივანიშვილს”.
"მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. არ მგონია, რომ ხეებისადმი მაქვს რაიმე განსაკუთრებული. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღზევებულ ბავშვებს შევხვდი ბათუმში, რომლებმაც ჩემთან შესახვედრად ხეები მოიტანეს. მათ გონიათ, რომ ხეში ნახავენ რაღაც ისეთს, რომ ცუდი აღმოაჩინონ ჩემში, მაგრამ ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს საქართველოში, მე დავიწყე ჩემი საქმიანობა ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით.
საკუთარ თავზე და საკუთარ გაკეთებულზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც საუბრობენ, რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს. ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორად მაქვს დალაგებული, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ხეებსაც მიწვდა და ბუნებასაც მიწვდა ჩემი სიყვარული. ეს უნდა წარმოაჩინონ, რომ თითქოს მხოლოდ ხეებია. მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება, თითქოს მეტი საზრუნავი არ აქვს ივანიშვილს”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.