ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა
08-09-2016, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIB) უმასპინძლა.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოდერაცია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ გაუწია.

 

 

დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციაზე.

 

 

განხილვის მთავარი თემები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნატო-ს დელეგაციის წევრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

 

 

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პირველად ვიმყოფები. სკოლა ვითარდება და ჰოლანდიას წვლილი შეაქვს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების განვითარებაში. შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენას საქართველოზე“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან ნატო-ში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მარიან დე კვასტენიეტმა.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრები პარალელურ რეჟიმში საქართველოს შიდა რეფორმებისა და კონფლიქტების მოგვარების თემებზეც გაიმართა. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემაზე შეხვედრა კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა.

 

 

DIB ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მისი მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი