გიორგი მარგველაშვილი: მჯერა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით
08-09-2016, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე.

 

 

„ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრეციას ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განვითარების გზად აღიქვამს. საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დეკლარაცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და ჩემს მიერ. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესშიც ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი