საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა თავისთავს მიაყენა სერიოზული დარტყმა საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. ეს აბსურდული პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.
”ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აღვკვეთეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული ნარჩენებისა და მასალების არალეგალური გატანის არაერთი მცდელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ჰიბრიდული ომის აღკვეთის კონტექსტშიც. საქართველოს ჰიბრიდული ომის სამწუხარო გამოცდილება გააჩნია, რომლის თაობაზეც ჩვენ მზად ვართ ეს გამოცდილება და აქ შეძენილი ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგაც, რომელიც გეგმაზომიერად მიმართულია და ხორციელდება საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიების და ალიანსის წინააღმდეგ. ეს არის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთიანობის შერყევას და დაკნინებას. ამ კამპანიის მიზანი ორმხრივია. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებაში ახალგაზრდა დემოკრატიების დისკრედიცაია, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში მიმდინარეობს დასავლური არჩევნის მიუღწევლობის პროპაგანდა. ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსის ერთიანობა და სიმტკიცე. ნატო-ს რამდეჯერმე დაუძლევია კონფრონტაციული პარადიგმა და ამ დაძლევის შედეგად მომხდარა ნატო-ს გაფართოების არაერთი ტალღა. ასეთ გაფართოებას მოუტანია მეტი უსაფრთხოება, როგორც ნატო-სთვის, ასევე გლობალურად.
ეს არის გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის ნატოს-თვისაც. ეს პროცესი ჩვენი საერთო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის, იმ ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სირთულეები, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტეროტორიების ოკუპაცია, ანუ რუსეთის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით. 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის აბსოლუტურად არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი. ამ კონფრონტაციის პროცესში ყველა მხარე არის წაგებული.
საქართველოს ოკუპაციით რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდებოდა და ვითარდება რეგიონში. საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტეროტორიაზე, რადგანაც მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.