„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და მოქმედი დეპუტატი კარლო კოპალიანი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა რომ ცესკო–ში წარსადგენი ე.წ. სააღრიცხვო ბარათი მას შევსებული აქვს.
„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ვიქნები თუ არა, არ ვიცი. ე.წ. სააღრიცხვო ბარათი შევსებული მაქვს, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ ვფლობ ინფორმაციას. ვინც მოიაზრება სიაში, ამ ბარათს ცესკო-ში წარსადგენად ყველა ავსებს. თუმცა, მე არ ვიცი 20-ე, მე-100 თუ 120-ე ვიქნები, ეგ არავინ იცის. მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ პარტიის, მაგრამ არ დავინტერესებულვარ, სიაში რომელი ნომერი ვიქნები. რამდენიმე საათი დარჩა სიის გამოცხადებამდე და გავიგებთ წარდგენაზე ყველაფერს“, განუცხადა Guardian.ge–ს კარლო კოპალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.