მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ
08-09-2016, 08:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად მიიღებენ 50 ლარიან დანამატს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწვრთნელის დიპლომს ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი ერთი სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება.

 

 

„არსებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული, თუმცა მთაში სპორტის მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არსებული სიის კორექტირებას მოახდენს.

 

 

პროგრამის განსახორციელებლად წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 60 ათას ლარამდეა.

 

 

პროგრამის მიზანია, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის შემდგომი საქმიანობისათვის დამატებითი სტიმულის მიცემა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულ პირთა და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი