ქობულეთში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაცო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა.
"გასულ წელს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მოეწყო, ხოლო წელს ქუჩის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა - მოეწყო სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე კი დეკორატიული ფილები დაიგო. ქუჩის კეთილმოწყობისთვის ჯამში 1 162 390 ლარი დაიხარჯა", -აცხადებენ გამგეობაში.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ადგილზე გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.