აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში პარტიის ძველ სახეებთან ერთად ახალი კადრებიც წარმოადგინა.
სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, მეორე ნომერი აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძეა, მე–3 ნომერი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, მე–4 აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ცოტნე ანანიძე, მე–5 ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დავით თედორაძე, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, ერთი თვის წინ კი პარტია შეიცვალა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. სიის მე–6 ნომერი ვლადიმერ მგალობლიშვილია, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, მე–7 ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი დავით ბაციკაძე., მე–8 აჭარის რადიოს თანამშრომელი ნინო ჩხეტია, მე–9 - გიორგი მანველიძე, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან აჭარის რეგიონის კურატორი, მე–10 ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე.
„ქართული ოცნების“ პარტიული სია ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა გააცნო. მისი თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ არჩევნებზე იქნება უალტერნატივო და მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს იმართება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.