იენს სტოლტენბერგი: რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებით იმოძრავებთ ნატო-ს წევრობისკენ
08-09-2016, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გატარებული რეფორმების მასშტაბურობამ და მოძრაობის ტემპმა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების გატარებას.

 

 

„ჩვენ ვიხილეთ ნამდვილად ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობის მაგალითი გუშინ და დღეს. საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ვანიჭებთ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობა.

 

 

ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბურობამ, მოძრაობის ტემპმა იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და თქვენი ძალისხმევის რეალიზაციაში, რომელიც ალიანსის წევრობისკენაა მიმართული. აღნიშნული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ იგი მას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის. აღნიშნულს დრო ესაჭიროება, მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, დაგეხმაროთ ამ გზაზე ნატო-საქართველოს კომისიის ჩართულობით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. ჩვენ გვყავს ექსპერტები საქართველოში, რომლებიც იძლევიან კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარების და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთობლივი წვრთნებს ვატარებთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

 

გენერალური მდივნის თქმით, ახლა უკვე მეტი ნატო-ა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატო-ში, რაც სასარგებლოა როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის.

 

 

„ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. ნატო ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას კანონის უზენაესობას და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ ვაკვირვებით სიტუაციას თქვენს ქვეყანაში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია არ უმჯობესდება. ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ სრული ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებისადმი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს.

 

 

„როგორც ნატო-ს წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს ნატო-ში გაწევრიანების დემოკრატიულ სტანდარტებს და აქ მიღწეულია მდგრადი პროგრესი წლების განმავლობაში. ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღირებულებაზე დაფუძნებული საზოგადოება. ნატო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობასა და სხვა დემოკრატიულ პრინციპებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

სტოლტენბერგის განცხადებით, დაწყებულია მზადება ბრიუსელის სამიტისთვის, თუმცა ჯერ ვადები არ არის განსაზღვრული.

 

 

„ვარშავის სამიტი სულ ახლახანს დამთავრდა და ვერ მოგახსენებთ მომავალი სამიტის შედეგებს, რადგან ის ჯერ მომზადების ფაზაშია, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, რაც უფორ მეტ რეფორმებს ახორციელებს საქართველო და აღწევს, მით უფრო მეტ, საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიხილავთ მომავალ სამიტზე. გუშინ და დღეს რამდენჯერმე გავაჟღერე, რომ მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უკავშირდება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, პროგნოზირებად და კარგ ურთიერთობებს, უცხოურ კომპანიებთან ბიზნესგარემოს შექმნას - ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებით იმოძრავებთ ნატო-ს წევრობისკენ. ჩემი ძლიერი პოზიცია და გზავნილი გახლავთ თქვენი მიმართულებით - გააგრძელეთ ის, რასაც ახორციელებთ რეფორმების გატარების თვალსაზრისით, რაც მოიტანს სარგებელს არა მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების, არამედ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი