„თურქეთი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და იმ არეულობასთან ახლოს მყოფი ქვეყანა, რომელიც სირიასა და ერაყში არის“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგის თქმით, ის თბილისიდან ანკარაში გაემგზავრება.
სტოლტენბერგის თქმით, ის თბილისიდან ანკარაში გაემგზავრება.
„პრესკონფერენციის შემდეგ მე მივემგზავრები თურქეთში, ანკარაში, მეხუთე ვიზიტი გენერალური მდივნის რანგში, რატომ ვეწვიე თურქეთს ამდენჯერ?! იმიტომ, რომ მე კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას თურქეთის მოსახლეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. თურქეთი გახლავთ ღირებული ძირითადი მოკავშირე, სადაც ვხედავთ ძალიან სერიოზულ სარგებელს, როგორც თურქეთისთვის, ისე ალიანსისთვის. ჩვენ შემდგომში კიდევ ვაღრმავებთ ურთიერთობას, რომელიც დამყარებული გვაქვს თურქეთთან, რასაც ჰქვია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და ბრძოლა ტერორიზმთან ერაყსა და სირიაში. ნატო უზრუნველყოფს თურქეთის მხარდაჭერას. ჩემი ვიზიტი თურქეთში კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა ნატო-სთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.