სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
კერძოდ კი მისი განმარტებით, კომპანიის საქმის განმხილველ კოლეგია ჩამოყალიბებულია საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით, ამ საქმეში ჩართული არიან უსაფრთხოების სამსახურები.
„იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტის პარალელურად, როცა საქართველოში ჩამოსული არიან ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირები, ყველა ელჩი და საუბარია საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მძიმე, შავბნელი საქმეები. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კოლეგია, რომელიც საქმეს იხილავს აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია, იმაზე რომ საქმე იყოს განხილული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. ამ ზეწოლაში სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები. ჩვენი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსახურები.
მე გამოვააშკარავებ ადამიანს, რომელიც სასამართლოს შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, დღეს კი ისინი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, ჩინჩალაძე მთლიანად“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.