საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის მონაწილეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გორის რაიონის სოფელი ხურვალეთი მოინახულა.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეები და ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.
საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო დახმარებით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.