გერმანია საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისთვის 500 000 ევროს გამოყოფს.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს-დიტერ ლუკასმა განაცხადა.
„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB School) წარმოადგენს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ცენტრალურ ელემენტს, რომლითაც ნატო-ს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაძლიერებაში.
„SNGP-ს შექმნა გადაწყდა ნატოს 2014 წლის სამიტზე უელსში და ეს იდეა გამყარდა 2016 წლის ივლისში ვარშავაში ჩატარებულ სამიტზე.
გერმანელი პოლკოვნიკი ხელმძღვანელობს ნატო-ს „ძირითად ჯგუფს“, რომელიც კოორდინაციას უწევს არსებითი პაკეტის განხორციელებას.
გერმანია ასევე გამოაგზავნის DIB School-ის პროექტის ხელმძღვანელსაც“,-ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.