[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ღარიბაშვილმა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე წარადგინა
23-02-2015, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

     

                                                                                          

 

 

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.

 


"გუშინ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგვმართა გადადგომის მოთხოვნით. მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა. ეს გახლავთ გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამჟამად არის ვაკის რაიონის გამგებელი. თუ არ გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ", - განაცხადა პრემიერმა სხდომაზე.

 


ღარიბაშვილმა ყოფილ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

 

"ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ძალიან კარგად იმუშავა ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მინდა მას მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი