„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პარტიული სია წარადგინა.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა დღეს იყო.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სია 155 ადამიანისგან შედგება და ის „დაკომპლექტებულია გამორჩეული, ღირსეული ადამიანებით“.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლება არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ დაპირებები ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ. განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვგებით საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე. ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვებისა ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარტიული სიის პირველი და მეორე ნომერი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სავარაუდოდ მთავრობაში დარჩებიან.
„მე შემიძლია ვივარაუდო, რომ პრემიერი და ვიცე პრემიერი დარჩებიან მთავრობაში. რაც შეეხება ოთარ დანელიას, ის დაიკავებს პარლამენტის წევრის თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ათეული დღეს გახდა ცნობილი.
პარტიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.