"ექსპო ჯორჯიაში" "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს
08-09-2016, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ექსპო ჯორჯიაში" პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამა წარადგენს. საზოგადოებას პროგრამას პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.

 

 

პარტიის პროგრამა ოთხი თავისგან შედგება: 1) დემოკრატიული განვითარება, 2) ეკონომიკური განვითარება, 3) სოციალური განვითარება, 4) საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა.

 

 

პროგრამაში ასევე შედის მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა.

 

 

"დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განმტკიცდება კანონის უზენაესობა, „სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს; ხელშეუხებელი იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება; განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის; დაიხვეწება სახელმწიფო სოციალური პროგრამები; დაცული იქნება კერძო საკუთრება და შრომითი უფლებები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და დაიძლევა სიღარიბე;

 

 

საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის განხორციელდება რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გარღვევას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაში, განხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შედეგადაც საქართველოს რეგიონები უმოკლესი გზებით დაუკავშირდება ერთმანეთს, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება გახდება სწრაფი და კომფორტული როგორც შიდა მიმოსვლისათვის, ისე ტრანზიტისთვის. ამ რეფორმების შედეგები უმოკლეს ვადაში - 4 წელიწადში აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე. პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება;

 

 

გამყარდება ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონალური პოზიციები, კიდევ უფრო გაღრმავდება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესები; საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. გაგრძელდება მუშაობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის დასაწყებად. ქვეყნის გამთლიანება მოხდება მშვიდობიანი გზით, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოახდენს გარღვევას ქვეყნის განვითარებაში და ხალხთან ერთად მიაღწევს ყველა დასახულ მიზანს”,- აღნიშნულია პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი