თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
„თბილისში, ულამაზეს ადგილას საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვნელოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. ყველაფერს ამას აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ, ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს. ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მცხორებლები ისარგებლებენ“,- განაცხდა პრემიერმა პრეზენტაციის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.