ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული, - განაცხადა ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციაზე.
კვირიკაშვილმა განაცხდა, რომ წინასწარი პატიმრობა ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებით, რაც მისივე თმით, მოქმედი ხელისუფლებისთვის უცხო და მიუღებელი მეთოდია.
"ჩვენ სხვა ნაბიჯებიც გვაქვს დაგეგმილი და ეს არის ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაცია, წინასწარი პატიმრობის ზომის გამოყენების ლიმიტაცია. მაქსიმალურად, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე.
მოგეხსენებათ, ეს ზომა გამოიყენებოდა წარსულში საქართველოში, ხშირად პოლიტიკური მიზნებით. ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერი არის უცხო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს გამოყენებული ასეთი ზომა",- განაცხადა პრემიერმა.
პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღბა ეკონომკურ სექტორში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროგრამებზეც გაამახვილა, რომელიც, მისივე თქმით, თვისობრივად, ხარისხობრივად და ფიზიკურად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მშენებლობის პირველი ფაზა სამ წელიწადში დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება აბრეშუმის გზის მნიშვნელობასა და ამ მხრივ მმართველი ძალის მუშაობაზეც გაამახვილა.
”აბრეშუმის გზის პოტენციალის სრული განხორციელებისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ და დღეს უკვე შესაძლებელია პირდაპირი მატარებლის მოძრაობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. 7 დღის განმავლობაში მოხდა ბოლო მატარებლის დაკავშირება და რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას თვისობრივად შეცვლის.
აუცილებლად უნდა ვახსენო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება და რომლის პირველი ფაზაც სამ წელიწადში დასრულდება. ამ პირველი ფაზის შედეგად საქართველოს კონტეინერების სატრანზიტო პოტენციალი ორჯერ გაიზრდება. 500 ათასი ერთეულით გაიზრდება სატრანზიტო პოტენციალი, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასთან”, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.