"ქართული ოცნება" ამომრჩევლებს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს
09-09-2016, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამით პენსიის კონკრეტული ოდენობით გაზრდაზე არაფერია ნატქვამი. "ქართული ოცნება", საარჩევნო პროგრამით, რომლის სახელწოდებაა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, ამომრჩევლებს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს და აცხადებს, რომ "კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით" და მას "აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი".

 

 

„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი