ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ხარჯების 12%-ით შემცირება ადმინისტრაციული ხასიათის იქნება.
"რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს და როგორც მოგახსენეთ კვირის განმავლობაში უახლოეს დღეებში გაიწერება სამოქმედო გეგმა ყველა სამინისტროსადმი", - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მისი უწყებაც ამ გეგმის მიხედვით იმოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.