პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა – პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა
09-09-2016, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" მისმა ერთ–ერთმა ყველაზე აქტიურმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. ბურჭულაძის პარტიიდან წასვლის მიზეზებე მან for.ge–სთან ინტერვიუში ისაუბრა. ლაგაზიძე ამბობს: "ჩვენ კი არ ვუღალატეთ პაატას, პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა - ყველაფერი ერთად! ჩვენ კი არ გამოვიქეცით, არამედ ეს იყო პაატა ბურჭულაძის პირადი არჩევანი - ნაციონალების სია, ხოლო როგორ კომპლექტდებოდა ეს სია, ეს ცალკე ისტორიაა და არანაკლებ მნიშვნელოვანი".

 

 

"პარტიული სიის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა პავლე კუბლაშვილს და კრიმინალური, ქუჩური უნარ-ჩვევების მქონე პირს გოგა კალაძეს, იგივე „კალოშას“. ეს არის პიროვნება, რომელიც ძალისმიერი მეთოდით და შიშის ქვეშ ცდილობს წესრიგის დამყარებას პარტიაში და დღეს ის აჭარის სიის პირველი ნომერია. პაატას სია არის ნაციონალების და კრიმინალური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ზეწოლის შედეგად შედგენილი ნაზავი. თუკი ისინი, თუნდაც, მანდატების ნაწილს აიღებენ პარლამენტში, ეს იქნება რეალური საშიშროება. შესაძლოა, მე, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფთხოება ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენო, მაგრამ მინდა ქვეყანა ავარიდო ამ ძალიან დიდ გამოწვევას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე არაფრისგან არ დაუხევიათ უკან და შეიძლება არც ახლა დაიხიონ. ამიტომ, მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება", – განაცხადა ლაგაზიძემ და დაამატა:

 

 

"როგორც გითხარით, ეს გუნდი რეალურად, საკუთარი წარსულით არის საშიში და იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ სახის ინტერვიუს ნახავენ, შესაძლოა, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე განახორციელონ ტერორი. ამიტომ, თხოვნით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს და მათაც დავაკისრებ თანაბარ პასუხისმგელობას, თუკი ისინი არ უზრუნველყოფენ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიმაჩნია, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა გაყიდული ნაციონალებით და ქუჩასთან დაახლოვებული ადამიანების უშუალო ჩარევით და ზეწოლით, მათ შორის პაატა ბურჭულაძეზე. ამასთან, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარდა უსაფრთხოებისა, ჩემს წინააღმდეგ განხორცილდეს შანტაჟიც ბურჭულაძის პარტიის მხრიდან.

 

 

მე, ყველგან სადაც ვიყავი: საჯარო სტურქტურებში, არასამთავრობო სექტორში თუ პაატას პარტიაში, ჩემს უპირველეს ამოცანად მიმაჩნდა გამეუმჯობესებინა ადამიანების და ქვეყნის მდგომარეობა და უსაფრთხოება. მე ხელს ვერ შევუწყობ იმგვარი ძალის მოსვლას, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილი, საფრთხის შემქმნელი იქნება მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ მივდივარ ასეთ რისკზე დღეს და ამომრჩეველს ვაძლევ საშუალებას დაინახოს, ვინ ცდილობს დღეს ბურჭულაძის სახელის გამოყენებით პარლამენტში მოსვლას".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი