პოლიტიკური პარტიები „მრეწველები“ და "გირჩი" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „მრეწველების“ მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
„როდესაც შემოწმდა, მათ მიერ წარმოდგენილი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები, დოკუმენტი და წერილი, რომელიც შემოიტანეს, ამ დოკუმენტაციას პარტიული სია არ ახლდა. საარჩევნო კოდექსით, პარტიული სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
რეგისტრაცია გაუუქმდა ასევე ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩსაც“, რომელმაც შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გუშინ მიმართა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.