გოგი თოფაძე ცესკო-ს პასუხობს: რაღაც გაუგებრობა მოხდა, საბუთიც გვაქვს, რომ დროზე მივიტანეთ დოკუმენტები
09-09-2016, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტიის „თოფაძე - მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პარტიული სია წარადგინეს.

 

 

აღნიშნულით თოფაძე ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „მრეწველებს“ პარტიული სია არ წარუდგენია, რის გამოც რეგისტრაცია გაუუქმდება.

 

 

„დოკუმენტები ჩაბარებული გვაქვს, წარვადგინეთ, რაღაც გარკვეული გაუგებრობა მოხდა იქ. საბუთიც გვაქვს, რომ ჩვენ მივიტანეთ დროზე. გაირკვევა ალბათ ძალიან მალე“,-განაცხადა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

 

 

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, პარტიული სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

 

„როდესაც შემოწმდა, მათ მიერ წარმოდგენილი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები, დოკუმენტი და წერილი, რომელიც შემოიტანეს, ამ დოკუმენტაციას პარტიული სია არ ახლდა. საარჩევნო კოდექსით, პარტიული სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 

როგორც Guardian.ge-ს „მრეწველების“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა, თამაზ ყაჭეიშვილმა განუცხადა, პარტიას ცესკო-ში საარჩევნო სია ჰქონდა წარდგენილი.

 

 

„არ ვიცი ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია. რა სისულელეა, საარჩევნო სია გვქონდა“,-განაცხადა მან.

 

 

ამ წუთებში პარტიის წარმომადგენლები ცესკო-ში არიან შეკრებილები. მათი მტკიცებით, პარტიას დოკუმენტაცია სრულად აქვს წარდგენილი და "მრეწველების" რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი არ არსებობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი