ლაშა თორდია ივანიშვილის წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ: აუდიტის სამსახურს აკრძალული აქვს რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე
09-09-2016, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩენო აგიტაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე აუდიტის სამსახურს სანქციების გატარების ბერკეტები არ აქვს.

 


თორდიას თქმით, აუდიტის სამსახურს აკრძალული აქვს, თავისი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე და ამ მხრივ მანდატი და შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას.

 


”გუშინ გავრცელდა აღნიშნული განცხადება და ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი არგუმენტები, თუ რა საკითხს ეხება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული მინიშნებები. ჩვენ ამ კონკრეტულ პროცესს განვიხილავთ, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელზეც მანდატი და შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ადგენს წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმების უზრუნველყოფას. აუდიტის სამსახური ფარავს მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულებების ნაწილს. თუ წაიკითხავთ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამის დეფინიციას, ძალიან ნათლად დაინახავთ, თუ ვის რა ფუნქცია აკისრია. აუდიტის სამსახურს ამ შემთხვევაში პირიქით, აკრძალული აქვს, თავისი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე, თუ წინასაარჩევნო აგიტაცია არღვევს იმ ნორმებს, რომელიც განსაზღვრულია „საარჩევნო კოდექსით“. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ის ბერკეტები, რომლითაც მან რეაგირება უნდა მოახდინოს”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

 


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია GDS-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი