ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვას ითხოვს: მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვემუქრება სერიოზული საფრთხე
09-09-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით, ადამიანებით და იმ იდეებით, რის გამოც ჩვენ ერთად ვაშენებდით პარტიას და მანამდე ფონდს, - აცხადებს მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძემ ”გირჩთან” შეერთების გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ გადაერჩინა პარტია, როგორც ამას ამტკიცებდა, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

”ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანია წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი ”ნაციონალებისგან” და კრიმინალების მიერ განხორციელებული ზეწოლით...

 

 

მე როცა მივედი პაატა ბურჭულაძესთან, მივიღე გარანტია, რომ ეს არ იყო ”ნაციონალური” ფული, არც რუსული და არც კრიმინალური ფული, მაგრამ პაატა ბურჭულაძის სიტყვები, ისევე როგორც გარანტიები, რომ ცარიელი წყალი გამოჩნდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება პარტიის მიმართ, რომელიც უმარტივესაც გაყიდა“, - აღნიშნა ლაგაზიძემ „იმედთან“ საუბარში.

 

ლაგაზიძის თქმით, „მათი მხრიდან“ ემუქრება სერიოზული საფრთხე, რის გამოც სახელმწიფოს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

 

 

„მე და ჩემი ოჯახის წევრებს მათი მხრიდან გვემუქრება სერიოზული საფრთხე, ამიტომ მივმართავ სამართალდამცველებს, რომ უზრუნველყონ მინიმუმ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება”, - განაცხადა ლაგაზიძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძე მერაბ მეტრეველის შემდეგ მეორეა, რომელმაც ყოფილ „ნაციონალებთან“ გაერთიანების მიზეზით ბურჭულაძის პარტია დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი