ზურაბ ტყემალაძე: „თოფაძე–მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაც არის დაინტერესებული
09-09-2016, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „თოფაძე–მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაც არის დაინტერესებული.

 


„ისეთი ინფორმაცია მოვისმინე, ვინ ურეკავს და რატომ კითხულობენ ჩვენი პარტიის შესახებ მოხსნა-არმოხსნას, ჯერ გამცენ პასუხი და ყველაფერს ფარდა აეხდება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

 


მისი თქმით, სიის ამობეჭდვის დროს ადგილი ჰქონდა კომპიუტერულ ხარვეზს.

 

 

„კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამობეჭდვის დროს, რომელიც უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც. თავის დროზე მოვიტანეთ და ჩავაბარეთ. ჩაბარების პროცესი გუშინ 17:24 საათზე დაიწყო და 18:12 საათზე დასრულდა, რასაც თვლიან ხარვეზად. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩავაბარეთ. დღეს განცხადება ჩავაბარე, რომ თამარ ჟვანიამ მოკვლევა ჩაატაროს და გაგვცეს პასუხი. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ და დაამატა:

 


„თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ წავალთ სასამართლოში. არ მინდა, რომ დღევანდელი საარჩევნო კომისია დაემსგავსოს 2000-იანი წლების კომისიას“.

 

 

ცესკო 10 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ დაარეგისტრირებს თუ არა „თოფაძე–მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი