კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა: ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია
09-09-2016, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინათ, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

 

„დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როცა პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მეამაყება თითოეული მათგანი. ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და კიდევ ბევრი მიმდინარეობს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია. დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი“, - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს.

 

 

კალაძე "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მე-2 ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, (მათ შორის მინისტრები) რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი