ხათუნა ლაგაზიძეს ბურჭულაძის პარტიაში პასუხობენ: სამწუხაროა რომ პირადი ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერესები
09-09-2016, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხათუნა ლაგაზიძის მიერ "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვებას, პოლიტიკურ გაერთიანებაში ეხმაურებიან. ლაგაზიძის ბრალდებებს კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებენ ყოფილი თანაპარტიელები და ახცადებენ, რომ მისი აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის საარჩევნო სიაში არყოფნას უკავშირდება.

 


"მისი წასვლა უკავშირდება იმ უკმაყოფილებას, რაც გამოიწვია ბლოკის სიაში მისმა არყოფნამ. თუმცა, სიის კეთბის პროცესიც ეს იყო გუნდური და სადაც თავად ხათუნაც ღებულობდა მონაწილებას, შესაბამისად, ეს განცხადებები რასაც ახლა ის აკეთებს, არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი. თუ მსგავსი პრობლემები არსებობდა, შეეძლო სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა ამ პრობლემებზე და არა სიების გამოქვეყნების შემდეგ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირადი ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერესები", - განაცხადა ბურჭულაძის პარტიის წევრმა, ირაკლი ყიფიანმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 


ხათუნა ლაგაზიძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა და მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა:

 


"პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით, ადამიანებით და იმ იდეებით, რის გამოც ჩვენ ერთად ვაშენებდით პარტიას და მანამდე ფონდს.... ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანია წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი ”ნაციონალებისგან” და კრიმინალების მიერ განხორციელებული ზეწოლით...

 


მე როცა მივედი პაატა ბურჭულაძესთან, მივიღე გარანტია, რომ ეს არ იყო ”ნაციონალური” ფული, არც რუსული და არც კრიმინალური ფული, მაგრამ პაატა ბურჭულაძის სიტყვები, ისევე როგორც გარანტიები, რომ ცარიელი წყალი გამოჩნდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება პარტიის მიმართ, რომელიც უმარტივესაც გაყიდა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი