ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ილია ელოშვილი შეასრულებს
09-09-2016, 06:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ილია ელოშვილი შეასრულებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა კალაძემ.

 

 

"დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როდესაც პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, თანაგუნდელს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მე ნამდვილად მეამაყება ამ ადამიანების, რადგან ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ერთად, ჩვენი ერთსულოვნებით ვაშენებდით ქვეყნის ენერგეტიკას. მეამაყება ნამდვილად ის, რომ 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი პატარა, მაგრამ ერთ ოჯახად შეკრული სამინისტრო სამაგალითოა თავისი ერთსულოვნებით, მეგობრობით და პროფესიონალიზმით. მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ოჯახი და გარემო გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის მშობლიური სახლივითაა და თითოეული თქვენგანი ჩემი ენერგეტიკული ოჯახი ხართ. დღეიდან არ ვარ თქვენი მინისტრი. მინდა წარმატებები გისურვოთ. ცოტა ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი", - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი