ნოდარ ხადური: "ქამრების შემოჭერა" საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებისა და შტატების შემცირებას არ შეეხება
23-02-2015, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნოდარ ხადური აზუსტებს, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არ შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულთა არც ხელფასებისა და არც შტატების შემცირებას. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქ, სხვა ხარჯების შემცირებაზე იქნება გათვლები გაკეთებული.

 

 

"ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას. სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯიც არსებობს, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგნოზის დაზუსტებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

ხადურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან, რათა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული პროცესები ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს.

 

 

"ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ეროვნულ ბანკთან სინქრონულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ პროცესები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა. ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 33,5 პროცენტით გააუფასურა საკუთარი ვალუტა". 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი