ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ბლოკის, „თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ დარეგისტრირების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ვადაში იქნება მიღებული. მისი თქმით, იმ დოკუმენტაციაში რაც ბლოკის მიერ იყო წარმოდგენილი, არ იყო პარტიული სია, შესაბამისად, "ამ საკითხზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია".
მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, საჭიროა კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.
„ბლოკმა „თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ გუშინ წარმოადგინა დოკუმენტაცია, მაგრამ დოკუმენტაციას თან არ ახლდა პარტიული სია. ამასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ ვადებში ცესკო-ს თავმჯდომარე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში. თუმცა მას შემდგომ რაც ცესკო-ს თავმჯდომარე იმსჯელებს ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც კონკრეტულად მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, გუშინ 18:00 საათზე დასრულდა კანცელარიის მუშაობა და ამ დროისთვის პარტიის მიერ შემოტანილ დოკუმენტაციაში არ იყო საარჩევნო სია.
„საღამოს 6 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციაში რაც იყო წარმოდგენილი, არ იყო პარტიული სია, შესაბამისად, ამ საკითხზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭიროა გარკვეული ვადები, მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა განკარგულების მისაღებად შეიძლება ნაკლები დრო იყოს საჭირო“, - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ცესკო-ს სპიკერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თამარ ჟვანიას ბლოკთან „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოსთან“ დაკავშირებით ვინმე ურეკავდა ან რაიმე ზეწოლის მცდელობა იყო.
პარტია „თოფაძე–მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაც არის დაინტერესებული.
„ისეთი ინფორმაცია მოვისმინე, ვინ ურეკავს და რატომ კითხულობენ ჩვენი პარტიის შესახებ მოხსნა-არმოხსნას, ჯერ გამცენ პასუხი და ყველაფერს ფარდა აეხდება“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, სიის ამობეჭდვის დროს ადგილი ჰქონდა კომპიუტერულ ხარვეზს.
„კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამობეჭდვის დროს, რომელიც უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც. თავის დროზე მოვიტანეთ და ჩავაბარეთ. ჩაბარების პროცესი გუშინ 17:24 საათზე დაიწყო და 18:12 საათზე დასრულდა, რასაც თვლიან ხარვეზად. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩავაბარეთ. დღეს განცხადება ჩავაბარე, რომ თამარ ჟვანიამ მოკვლევა ჩაატაროს და გაგვცეს პასუხი. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ და დაამატა:
„თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ წავალთ სასამართლოში. არ მინდა, რომ დღევანდელი საარჩევნო კომისია დაემსგავსოს 2000-იანი წლების კომისიას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.