საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა და სწავლებაზე მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა სწავლების მონაწილეებს, საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
"დღეს აქ გაისმა 6 ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი მაგრამ მცირერიცხოვანი ერი.
დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. ეს იყო ნამდვილი თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში. ეს იყო ერთი სულისკვეთებით მოქმედი ჯარისკაცების ბრძოლა, რომელიც ნამდვილად მომავალი გამარჯვებების იმედს გვაძლევს.
ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო თქვენი მეგობრული სული.
ეს მეგობრული სული იმარჯვებდა ყოველთვის და მომავალშიც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები მტრისაგან და გარეშე აგრესიისგან. ღმერთმა არასდროს თქვენი საბრძოლო უნარები რეალობაში არ გამოგაყენებინოთ და ისე დაგაცვევინოთ თქვენი სამშობლო.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.