„ემსახურე საქართველოს" ლიდერმა, მურმან დუმბაძემ აჭარაში ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო სია დაა მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
სიის ბოლოს რომ დაგხვდებათ 41, თქვით „ფუი ეშმაკს“ და გადადით მის წინა ხაზზე 32-ის შემოსახაზად, - მიმართა დუმბაძემ ამომრჩევლებს.
მურმან დუმბაძის განცხადებით, ბიულეტენში ამომრჩეველს უამრავი პოლიტიკური პარტია დახვდება, რომელთაგან უმეტესობა „მიტმასნილია ბიძინა ივანიშვილთან“.
„როგორ უნდა აარჩიოს ამომრჩეველმა ნომერი? 32 ნომრის ნახვა ძალიან მარტივია, უამრავი პოლიტიკური პარტიაა ბიულეტენში წარმოდგენილი, უმეტესად მიტმასნილი და მოკავშირე ბიძინა ივანიშვილისა. სისულელეა, არ წაიკითხონ, არავის პროგრამა არ აქვს და არავის არ უბრძოლია. ვურჩევ ამომრჩეველს არ წაიკითხონ ბიულეტენი, ჩავიდნენ სიის ბოლოში, სადაც დახვდებათ 41. აქ უნდა თქვას „ფუი ეშმაკს“ და გადავიდეს მის წინ, სადაც დახვდება 32, შემოხაზოს და ჩააგდოს ბიულეტენი ყუთში. გარანტიას გაძლევთ, აჭარის მოსახლეობას სამ-ოთხ წელიწადში აჭარის ბიუჯეტი ექნება არა 300 მილიონი, როგორც დღეს გვიგდებს ხელისუფლება, არამედ ერთი მილიარდი ლარი“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.