ხონის მუნიციპალიტეტის მათხოჯისა და გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო ქსელის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო და პირველ ეტაპზე განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ მათხოჯში ე. წ. მახარაძის არხის გაწმენდით სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე. მოგვიანებით მან გუბში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.
"წლების მანძილზე მახარაძის არხის გაწმენდითი სამუშაოები არ განხორციელებულა, რაც ქმნიდა ანტისანიტარიას და წყალუხვობის დროს საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ანალოგიური ვითარება იყო გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჩვენი შუამდგომლობით საქართველოს მელიორაციის სპეციალისტებმა გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყეს და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა ვალერი ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.