საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. კერესელიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას პირველად ხვდება და ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.