ხონში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
09-09-2016, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. თავისულფების მოედანსა და სოლომონ მეორის ქუჩაზე არსებული ბინების ეზოები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


"პროექტის განხორციელება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. თითქმის გაუვალი იყო ყველა ეზო და, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში, ჭირდა სადარბაზოებთან მისვლა. ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს გეგმები, ვაპირებთ საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია-შეღებვას . მზად გვაქვს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია . ვმუშაობთ დაფინანსების მოსაპოვებლად", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ.

 


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი