საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ნებისმიერი პროვოკაცია თავიდან იყოს აცილებული.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით.
„მინდა დავავალო შს მინისტრს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება, გააკეთოთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს და უპირველეს ყოვლისა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ძალადობის რისკი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა, ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლეს, რომ იყოს დაცული. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმატებები დადასტურებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
„ეს წარმატებები არის ძალიან ძვირფასი ყველა ჩვენგანისთვის. ის არის მიღწეული ბევრი ადამიანის შრომით და ასევე ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლითაც. ამიტომ არავის მივცემ უფლებას, რაიმე ჩრდილი მიადგეს ამ წარმატებას და არავის მივცემ უფლებას, რაიმე რისკის ქვეშ დააყენოს ის უმნიშვნელოვანესი განვითარების პროცესი, რომელსაც დღეს ადგილი აქვს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.