„ყველა შეთანხმდა, რომ დავით ბაქრაძეს გააჩნია ყველა ის საჭირო თვისება, რაც მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ქვეყანას“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 56-ე სხდომაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით შეირჩა.
კვირიკაშვილმა ყოფილ ელჩს არჩილ გეგეშიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს. მან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ-სთან. მინდა ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. დავითს ვუსურვებ დიდ წარმატებებს, ის ძალიან მნიშვნელოვან დროს და მომენტში დაიკავებს ამ უმნიშვნელოვანეს პოსტს, მას გააჩნია გამოცდილება როგორც ელჩად მუშაობის, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში, ასევე ახლა უკვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მისი პიროვნული თვისებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთაშორის ურთიერთობების გამყარების კუთხით და მინდა მოგილოცოთ ბატონო დავით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის პროცედურები მალევე დაიწყება და ის არჩევნების შემდეგ უახლოეს მომავალში შეუდგება აღნიშნულ პოსტზე მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.