გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან ამბიციურია
09-09-2016, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 56-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

“შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ახალ დღის წესრიგს, 2017-2020 წლებისთვის და ამ დღის წესრიგისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ასოცირების ამჟამინდელი დღის წესრიგის მოქმედების ვადა იწურება და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, არის ძალიან ამბიციური. ჩვენ ვგეგმავთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების განხორციელებას და რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს, რაც არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური არჩევანი და ვთვლით, რომ ეს გზა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას. ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ განსაზღვრეს სხვადასხვა რეფერენდუმებსა თუ გამოკითხვებში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერი სხდომაზევე გამოეხმაურა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს.

 

 

“გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძების მომზადებაში. უმაღლეს დონეზე მომზადდა და ჩატარდა ეს ღონისძიება. უკლებლივ ყველა სტუმარმა და ბატონმა სტოლტენბერგმა გააკეთეს უმნიშვნელოვანესი განცხადებები და დაადასტურეს შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პრაქტიკური მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს ერთის მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობის შექმნის გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი