ირაკლი ალასანია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
09-09-2016, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კასპის მუნიციპალიტეტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლის გახსნის ღონისძიებას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო.

 

 

პარტიის პრესამსახურის ცნობით, გენერლის მონუმენტის დამზადების იდეა ადგილობრივ მკვიდრს, ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვახტანგ ბეჟიტაშვილს ეკუთვნის.

 

 

„გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მის მშობლიურ სოფელში გაიხსნა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მინდოდა ჩემი დიდი პატივისცემა დამედასტურებინა ამ მართლაც უდიდესი სამხედრო მოღვაწის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ღონისძიებაზე.

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, სამხედრო საბრძოლო ლოგიკა გიორგი მაზნიაშვილს ყველა ბრძოლაში წარმატების მიღწევის დიდ შესაძლებლობებს აძლევდა.

 

 

„დიდი ქართველი გენერლის მოღვაწეობა სამაგალითო უნდა იყოს თითოეული სამხედრო პირისთვის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი