ნოდარ ჯავახიშვილი: მარტო რომან გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში ვერ ხედავენ, რომ წითელი ხიდიდან სარფამდე ყველგან მუშაობა მიმდინარეობს
09-09-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის მიერ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

 

 

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის გაოცებულია, რომ კომენტარის გაკეთება ”ამ არაადეკვატური კაცის ნაბჟუტურებზე უწევს”.

 

 

”კაცი - ”გოცირიკების” გამომშვები კუპონჩიკა, როცა წარმოიდგენს, რომ ლარი მაგის გაკეთებულია და კუპონები ჯავახიშვილის გამოშვებულია და ამას საზოგადოებას მიაწვდის, ამ ადამიანთან საერთოდ შეიძლება რამე სერიოზულად საუბარი?! მე ამასწინათ ვთქვი, რომ მადლიერმა ქართველმა ხალხმა კუპონს ”გოცირიკები” შეარქვა და გოცირიძეს კი კუპონჩიკა” და ეს კაცი ამბობს, რომ ლარი მე გავაკეთე და ჯავახიშვილმა კუპონები გამოუშვაო. ახლა მაგის ნაბჟუტურებზე გეტყვით კიდევ - თქვენ, ჟურნალისტებმა ხომ კარგად იცით, რომ გორიდან ხაშურამდე გზა ჩვენ კარგა ხნის წინ გავხსენით და ბედნიერად გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები, თუ უცხოელები. კაცი ამ სამ ტყუილს რომ იტყვის, მე-4 რატომ იქნება სიმართლე?!.

 

 

როცა დასჭირდება მაგ არაადეკვატურ პიროვნებას მობრძანდეს და ვანახებ დოკუმენტებს, თუ თქვენ დაგჭირდებათ - თქვენც განახებთ. ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და მოესწრება ბატონი რომანიც. 2020 წელს ვილაპარაკოთ მაგაზე. ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ ყველგან მუშაობა მიდის, ამას ვერ ხედავ მარტო გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

 

„ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.    

 

 

"აღნიშნული პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის მიერ მკვდრადშობილი ეგრეთ წოდებული „პროგრამა 2020”-ია, რომელიც თაროზე შემოდეს და მთავრობის ეგრეთ წოდებული 4-პუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლეს. აღნიშნული მხოლოდ ზოგადი დაპირებებია და მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ამ პროგრამაში არაფერია ახალი, ეს არის ეკლექტური, რეტროგრადული დოკუმენტი, ტრადიციულად ცრუ დაპირებებით სავსე, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალური ცხოვრების ყველა პრობლემის გადაჭრას ისედაც მწირი ბიუჯეტით გულისხმობს. მაგალითად, კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ, ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, ახალი გზების მშენებლობაზე, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა და დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე. მთავრობამ უკვე გამზადებული მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა და მათი განხორციელებაც კი ვერ შეძლო.    

 

 

მთავრობა, რომელმაც 4 წელიწადში გორიდან ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, მსგავსი ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას. ამ დოკუმენტით ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა. სჯერათ, რომ რასაც აკეთებდნენ სწორი იყო და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას მოწყვეტილია და ქვეყნის განვითარების საფუძველი ვერ გახდება”, -განაცხდა რომან გოცირიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი