სახელმწიფო სტრუქტურები კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან
09-09-2016, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ქართული კინოს მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოაწერა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 

 

"სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც.

 


ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული კინოცენტრი სამხედრო ნაწილებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებისათვის ფილმების შერჩევასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო გადამღებ ჯგუფებს სამხედრო თემატიკის რეკვიზიტების მიწოდებასა და გადაღებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში დახმარებას უწევს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი