გიორგი მარგველაშვილი: საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია
23-02-2015, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია. მარგველაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას ტელეკომპანია “ინტერის” ეთერში ისაუბრა.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში „Подробностей недели“ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში სირთულეების არ არსებობს. მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს საქართველოს მოვლენებს.

 


“სამწუხაროდ, საქართველომ მსგავსი გზა გაიარა. ჰიბრიდული ომი საქართველომ ნახა აფხაზეთში. ახლა კი კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებებს ამზადებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის შიდა საქმეა და კონკრეტული პირების დანიშვნაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი