შსს-მ საპოლიციო კონტროლი განახორციელა - სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 30 პირი დააკავეს
10-09-2016, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

 


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის:

 

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი;

 


ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი;

 


ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი;

 


ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

 


ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

 


ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი;

 


პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

 


საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის:

 


ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი;

 


დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი;

 


ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

 


შს სამინისტროს ცნობით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.
სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

 


საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი.

დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი