ჯორჯ ბენიტესი: ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა, საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ
10-09-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დემონსტრირება იყო, რომ ნატო საქართველოს სერიოზულად აღიქავამს და ის ერთგულია საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, - აღნიშნული განცხადება "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანმა ანალიტიკოსმა ვაშინგტონში ჯორჯ ბენიტესმა გააკეთა.

 

 

ბენიტესის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეოთხე შეკრება, ნატოს-მხრიდან საქართველოს მიმართ ძლიერი სიგნალია.

 

 

"ნატო-ს მაღალი რანგის ვიზიტის დროს ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდა. ამით დამტკიცდა, რომ ნატომ გააძლიერა ყურადღება ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასდა სამომავლო რეფორმებისა და ამოცანების განხორციელება საქართველოში. ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა, საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. ნატო-საქართველოს შორის არსებული არსებითი პაკეტი, ასევე ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ძალიან ღირებული ნაბიჯებია ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა-ნატო საქართველოს ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, ღრმავდება, ძლიერდება, როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის ისე ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ახლა კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში ნატოს ბევრად მეტ აქტივობას აქვს ადგილი და მთლიანობაში, ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნატოში. საბჭოს ვიზიტი საქართველოში ამის კიდევ ერთი დასტურია. წევრობისკენ სვლა გრძელი პროცესია, თუმცა ტემპს ორივე მხარე აყალიბებს. ერთის მხრივ, ეს არის თბილისი და მეორეს მხრივ, ნატოს წევრი სახელმწიფოები. ის, თუ რამდენად მეტია სოლიდარობა, ერთიანობა საქართველოს მთავრობის შიგნით პოლიტიკური თუ სამხედრო რეფორმების გატარების მიმართულებით, ძალიან ბევრს განსაზღვრავს, რაც უფრო მალე და აქტიურად მოხდება ეს, გაწევრიანების ტემპიც უფრო სწრაფი იქნება", - აცხადებს ბენიტესი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი